ორთაჭალაში ავარია მოხდა, დაღუპულია 1 და დაშავებულია 3 ადამიანი

291
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოავარიის შედეგად ერთი ბიჭი გარდაიცვალა, მანქანაში მსხდომი  სამი მგზავრი კი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE