ძალიან დიდი სისულელე ჩავიდინე, რომ არ დავოჯახდი ან შვილი არ გავაჩინე – ცუცა კაპანაძე

586
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობი ცუცა კაპანაძე ნანობს, რომ ოჯახი არ შექმნა ან თუნდაც შვილი არ გააჩინა.ამის შესახებ მან გადაცემა “სხვა რაკურსში” სტუმრობისას ისაუბრა და მის პირად ცხოვრებაზეც თქვა რამდენიმე სიტყვა.

როგორც ცნობილია, ამერიკაში მან გაიცნო მამაკაცი, რომელთანაც ურთიერთობები ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ და როგორც ცუცა ამბობს, ამის მიზეზი თვითონ არის, ვინაიდან, მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ დაღვინებულა, მიუხედავად იმისა რომ 59 წლის არის.

ცუცა კაპანაძე უკვე 14 წელია ამერიკაში ცხოვრობს და ქართული ემიგრაციის კულტურის ცენტრს ხელმძღვანელობს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE