სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა?  – კახა კალაძის გამოხმაურება

365
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თბილისის მერის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გაკეთებული მისი განცხადება ცალკეულმა მედიასაშუალებამ დაამახინჯა და წარმოაჩინა, თითქოს ის ზაზა სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს.

“კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, ეს ჩვენ პრეროგატივაში არ შედის და არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს, უბრალოდ სამწუხაროა და ამაზრზენი უტიფრობა უნდა ვუწოდოთ იმ სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებულ ინტერპრეტაციებს ჩემ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. სათაურში გამოტანილი ჰქონდათ, რომ დედაქალაქის მერია ზაზა სარალიძეს ანაცვლებს ნაძვის ხით, როგორ შეიძლება ამის თქმა, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა?  – შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება და ასეთი შეურაცხყოფის მიყენება მე არ ვიცი. ჟურნალისტიკა მგონია რომ არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტიული აგიტატორობა, ამიტომ ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია”– განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE