არნახული სილამაზის დასასვენებელი პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა (ფოტოები)

812
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეს არის დასასვენებელი პარკი ოზურგეთში, შეკვეთილთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენდა.

ოზურგეთში, შეკვეთილთან, ახალი დასასვენებელი პარკი იხსნება. პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით კეთილმოეწყო, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს.

გასულ წლებში ამ ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კიპარისები გაშენდა და დაჭაობებული ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში კორომები ჩამოყალიბდა. ეზო, რომელსაც წვერმაღალასკენ ასასვლელი გზა ორად ყოფდა, გაერთიანდა და მოშორებით ახალი, ბეტონის გზა დაიგო. ამ ტერიტორიაზე გზა მთლიანად იყო დანგრეული, ახლა კი ბეტონის საფარია დაგებული.

წვერმაღალას პარკის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში მდებარე პატარა ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები.

პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბეები, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.

წვერმაღალას პარკი, რეგიონში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ სხვა უნიკალურ პროექტებთან ერთად, ამ ზონას განსაკუთრებულს ხდის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, დამსვენებლებისთვის.

რაც შეეხება შეკვეთილის დიდ დენდროლოგიურ პარკს, რომელიც თავისი მასშტაბით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, მომავალ წელს გაიხსნება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE