ჩემთვის სარწმუნო წყაროებისგან უტყუარად არის ცნობილი, რომ შალვა შავგულიძეს გირგვლიანის საქმეში ფული აქვს აღებული – ირაკლი ზაქარეიშვილი

689
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით,  მას აქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მისმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ყოფილი ხელისუფლებისგან ფული აიღო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ ამ ინფორმაციის გამო შავგულიძე მას უჩივლებს

“ჩემთვის სარწმუნო წყაროებისგან უტყუარად არის ცნობილი, რომ შალვა შავგულიძეს გირგვლიანის საქმეში ფული აქვს აღებული სააკაშვილის ხელისუფლებისაგან.

გამოგზავნილი თანხა მას ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა გადასცა. შალვა შავგულიძე ამ პოსტის გამო თუ მიჩივლებს – კარგს იზამს!.”– წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE