თავს ვაძლევ უფლებას სრული პასუხისმგებლობლით ვთქვა – მაკა რაზმაძე 9 აპრილის შესახებ

228
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება, რომელიც ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას მოჰყვა, სადაც ის 1989 წლის 9 აპრილს მომხდარ დარბევასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანები იქ ასფიქსიით, ანუ გაგუდვით დაიღუპნენ.

“არაა საჭირო ეს ორიგინალობები და ახალი საოცრებების გამოგონება-მე როგორც 9 აპრილის აქციის ერთერთი მონაწილე ვაძლევ თავს უფლებას სრული პასუხისმგებლობლით ვთქვა-9აპრილს ადამიანები დაიღუპნენ სხვადასხვა მიზეზის გამო მათ შორის მიზანმიმართულად ჯარის მიერ შექმნილი ჭყლეტვის დროს ასფიქსიით,ნიჩბებისგან მიყენებული ჭრილობებისგანაც და მომწამვლელი გაზის ზემოქმედებისგანაც.

ეს არაერთხელ დადასტურდა უკვე და ისიც რომ აქციის დაშლა იყო მიზანმიმართულად სადამსჯელო და სადისტურად გვისწორდებოდნენ მაშინ ფარებით და ორლესური ნიჩბებით აღჭურვილი რუსული ჯარის ჯარისკაცები. ამის გამართლება რაიმე სახით არის სირცხვილი და უზნეობა”- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE