MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

თბილისის სპორტის სასახლეში პატრიოტთა ალიანსის შეკრება იმართება, რომელიც 4 საათზე დაიწყო. “ობიექტივი” საგანგებოდ მოემზადა პირდაპირი ეთერის ჩასართავად, თუმცა 2 საათნახევრის განმავლობაში  წამყვანი  მაყურებლების ზარებს პასუხობდა ინტერაქტივის რეჟიმში, ის მხოლოდ იმეორებდა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებული, თუმცა კითხვაზე, თუ რატომ არ რთავს “ობიექტივი” პირდაპირ ეთერს სპორტის სასახლიდან,  პასუხი არ გაუცია. მან მხოლოდ განაცხადა, რომ მაყურებელს ვიდეორეპორტაჟებს შესთავაზებენ.

რა გახდა მიზეზი, რის გამოც პირდაპირი ეთერი არ გადაიცა, ამ დრომდე უცნობია, მითუმეტეს, რომ დავით თარხან-მოურავმა პირობა დადო, რომ ხალხის რაოდენობის გამო, დარბაზში ნემსი ვერ ჩავარდებოდა.

თქვენი კომენტარი?