მოვუწოდებ მერიას და შსს-ს გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა – თამარ ჩუგოშვილი

299
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი,  თამარ ჩუგოშვილი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კარვების გაშლის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ კანონში არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას. ჩუგოშვილი მოუწოდებს შსს-ს და მერიას გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნა.

“არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა”– აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE