MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში. imedinews- ის ინფორმაციით, სოფელ იყალთოში ერთ- ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი უცნობია. პირი, რომელმაც კაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელია და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია დამნაშავის ასაყვანად ინტესიურ სამძებრო მოქმედებებს აწარმოებს.

პოლიციას საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტილი აქვს. ტერიტორია კი, სადაც მკვლელობა მოხდა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

თქვენი კომენტარი?