LOOTBITS- ახალი და პოპულარული თამაში, რამაც კითხვები გააჩინა

586
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

LOOTBITS ასე ჰქვია ვებ გვერდს, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებს ფულის მოგებას სთავაზობს, ამისათვის საჭიროა საიტზე რეგისტრაცია და ელ ფოსტით ვერიფიცირება, ამის შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ რომ ითამაშოთ.

პრინციპი კი მარტივია, ეკრანზე გამოდის ყუთი, რომელზე დაჭერის შემდეგ ის იხსნება და  სხვადასხვა სახით მოგებები ამოდის. აქ მნიშვნელოვანია რომ ყუთის გახსნისას ფულის ერთეულები ამოგივიდეთ, რომელიც თქვენ ბალანსზე აისახება.

ვალუტა ბიტკოინებში არის მოცემული და ავტომატურად კონვერტდება დოლარში და თქვენი პროფილის გვერდზე ხედავთ თუ რამდენი დოლარი დაგიგროვდათ.

ყოველ საათში გერიცხებათ 5 კრისტალი,  რომელიც მომგებიანი ყუთის გასახსნელად გამოიყენება, მისი ამოწურვის შემდეგ კი 1 საათი დაცდა მოგიწევთ ახალი კრისტალების დასარიცხად.

საიტი ასევე გვთავაზობს თამაშს “LOTTO” სადაც კრისტალების მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ ლატარიის ვირტუალური ბილეთი და გაცილებით მეტი კრისტალი მოიგოთ. მაგალითად: 2 კრისტალად 25 კრისტალი, 5 კრისტალად 100 ან 150 კრისტალი და ა.შ

საინტერესო და ამავდროულად საკითხავიც ის არის, რომ ამ თამაშში თქვენ ფულის გადახდას არავინ გთხოვთ და როგორც იტყვიან “მუქთაზე” გერიცხებათ დოლარები, თუმცა შესაძლოა ეს იყოს დიდი აფიორა და არც არაფერი დაერიცხოთ მოთამაშეებს, ვინაიდან ასე ფულს არავინ ყრის.

ერთი ფაქტია, რომ საიტზე შესვლისას სხვადასხვა ვებ საიტებზე გადადიხართ, რაც ნიშნავს, რომ ვიღაცის ტრაფიკს ვზრდით, თუმცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, ხომ არ იყენებს საიტი ე.წ მაინინგ სისტემას, რომელიც ბიტკოინებს გამოიმუშავებს და მავანი დიდ მოგებას ნახულობს ჩენი ტექნიკური რესურსის სანაცვლოდ?  ამ ეჭვის საფუძველი კი ნამდვილად არსებობს, რადგან საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვნად არის შენელებული კომპიუტერის მუშაობა და ხშირია ე.წ გაჭედვები”.

ამ წერილში ვერაფერს ვამტკიცებ, თუმცა საინტერესოა თქვენი შეფასებები, ვინც ამ თამაშს თამაშობთ, რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია თანხის განაღდება და ხომ არ იყენებს მავანი ბოროტად ჩვენს ტექნიკურ რესურსებს?

თქვენი კომენტარი?
IMG.GE