პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საოკუპაციო ხაზთან გამართულ აქცია-პერფორმანსს ეხმიანება, რა დროსაც მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების დასანახად შარვლები ჩაიხადეს და უკანალები დაანახეს.
“შარვლის ჩახდით და უკანალის გამომზეურებით, ეტყობა, ქვეყანა გამთლიანდება (?!)… მამაკაცი ნებაყოფლობით შარვალს იხდიდეს და პიარ-აქციაში მონაწილეობდეს, თან, ვიდეოკამერების წინ! თან, ამას ქვეყნისადმი სიყვარულით ხსნიდეს, ასეთი რამ “ბანანის” რესპუბლიკაშიც არ მოხდება.
მე, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირდაპირ ვეუბნები ამ ე.წ. კაცებს: თქვენ ომში წასაყვანი ხალხი არა ხართ. შარვალჩახდილი კაცი ომს ვერ იგებს. დამწყებ ენთუზიასტებს ვეუბნები: ნუ ჩაიხდით შარვალს, მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა.
უკანალი უკანალად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთი კითხვა მაქვს: ესაა პროვოკაცია, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად. რას აპირებთ? ამ შარვალჩახდილებს უნდა დააწყებინოთ ახალი ომი? მათი მიზანიც ეს არის.”– ამბობს ირმა ინაშვილი.
ამ თემაზე:
გირჩის წევრებმა და მისმა ლიდერმა შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი დაანახეს
პროკურატურის განცხადება 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ