ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხში სამი მდინარე – „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა

446
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, კახეთიდან, ამ დრომდე 100-მდე შეტყობინებაა შემოსული. თითოეულ მათგანზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე – „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა.

მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, კახეთში ვითარება სტაბილურია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE