უბედური შემთხვევა თბილისში – სარეცხის გაფენის დროს მე-10 სართულიდან ქალი გადმოვარდა

300
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

უბედური შემთხვევა თბილისში – პეკინის 41 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, 45 წლამდე ქალბატონი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE