BBC-ს წამყვანს ზღვარგადასული თავისუფლება სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა

326
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

BBC-მ წამყვანი დენი ბეიკერი, რომელმაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილი შიმპანზეს შეადარა, სამსახურიდან გაათავისუფლა.

ბეიკერმა სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადებიდან რამდენიმე საათში Twitter-ზე ფოტო დადო, რომელშიც ქალს და კაცს შიმპანზესთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული. ფოტო კი წამყვანმა ასე დაასათაურა: “სამეფო ბავშვი ტოვებს ჰოსპიტალს”.

61 წლის დენი ბეიკერი აღნიშნული ტვიტის გამო რასიზმში დაადანაშაულეს, მოგვიანებით მან ფოტო წაშალა და მოიბოდიშა, თუმცა ის BBC-მ სამსახურიდან გაათავისუფლა.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის განმარტებით, მსგავსი შინაარსის ტვიტი მათს ფასეულობებს ეწინააღმდეგება.


ეს არის პოსტი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით: ” სამეფო ბავშვი ტოვებს საავადმყოფოს”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE