განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

გუბაზ სანიკიძემ ამჯერად ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა, ინფორმაციას “დემოკრატიული მოძრაობის” პრეს-სამსახური ავრცელებს, რომლის ცნობით, სანიკიძე დამოუკიდებლად აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

“გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.  შეხვედრისას მათ გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?