ბოლო ამბები
13/09/2024

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 4 წელიწადში, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების რიგს დააყენებენ

გაზიარება

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 4 წელიწადში, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების რიგს დააყენებენ. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ.

ამ საკითხზე მან “პალიტრანიუსი”-ს ეთერში ისაუბრა.

“როგორც კი გავიმარჯვებთ, იმდენ ინვესტორს შემოვიყვანთ და იმდენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ.

ჩვენ ევროპული და ამერიკული ინვესტიციების რიგებს დავაყენებთ. პირდაპირ გეუბნებით, საქართველოს ექნება უსწრაფესი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ვინც მე მიცნობს, ვისაც ჩემთან და ჩემს გუნდთან შეხება ჰქონია, ყველამ ხომ იცის, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა