MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სუსის მიერ, მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით სამართლებრივ განმარტებას აკეთებს:

ჩვენი საზოგადოების და “იურისტების” არაკვალიფიციურობის ბრალია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ნამოქმედარს ვერ აძლევენ სათანადო სამართლებრივ შეფასებას.

აღნიშნულზე საჭიროდ მიმაჩნია გავაკეთო განმარტება:.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. “პირობების განზრახ შექმნაში” მარტო დანაშაულის იარაღის შეძენა კი არ იგულისხმება, (ამ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მასალის) – არამედ იგულისხმება სწორედ ის, რაც მაჩალიკაშვილმა განახორციელა: გასცა კონკრეტული მითითებები ტერორისტული აქტის მოსამზადებლად: დაავალა თავის ბიძაშვილის შვილს შეესწავლა დანაშაულის ჩადენის ადგილი სასაფლაო, შეეკრიბა ცნობები ასაფეთქებელ პირთა გადადგილების შესახებ და ა.შ. ცხადია, სასაფლაოს შესასწავლა და ასაფეთქებელ პირთა შესახზებ ყოველმხრივი მონაცემების მოძიება (ან ასეთი დავალების გაცემა) – ტერორისტული აქტის ჩადენის სამზადის ქმედებას წარმოადგენს და ხორციელდება ამ დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.

იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ, სახეზეა “მრავალაქტიანი დელიქტი” – ანუ ერთი დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად ადამიანი (ან ადამიანები) სხვადასხვა მოსამზადებელ მოქმედებებს სჩადიან.

აქ არაფერ შუაში არ არის იარაღი ჯერ შეძენილი აქვთ თუ არა. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის მომზადების ეტაპზე ადგილის შესწავლისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის შეკრების სტადიას ეწოდება “წინააღმდეგობის შემცირების მოქმედებათა” სტადია და ხორციელდება დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით. ეს ყველაფერი წარმოადგენს დანაშაულის ჩასადენად მიმართულ განზრახ ქმედებას, რაც მაჩალიკაშვილის შემთხვევაში სუსი-ს მიერ აღკვეთილი იქნა დანაშაულის მომზადების საწყის სტადიაზე.

უდავოა, რომ ტერორისტული აქტი, როგორც განსკუთრებით მძიმე დანაშაული, როგორც განსაკუთრებით სასტიკი და საშიში აქტი – შეძლებისდაგვარად ადრეულ სტადიაზე უნდა იქნეს გამოვლენილი და აღიკვეთილი. ტერაქტის მომზადება დასჯადია მომზადების ნებისმიერ სტადიაზე და შესაბამისად, სასჯელიც გამოყენებული უნდა იქნეს ამ დანაშაულის მომზადების ნებისმიერი ადრეული სტადიისთვის. (ანუ რომ შეუდგება საქმეს, კანონმა პირველივე ნაბიჯზე უნდა დალახვროს.) ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან: ვთქვათ თავდაცვის სამინისტროს მომსასმახურე პეტრემ გადაწყვიტა მოიპოვოს და გასცეს სახელმწიფო საიდუმლოება.

ამ მიზნით მან დავალება და მითითებები მისცა თავის მეგობარ პავლეს – რათა ამ უკანასკნელმა მოიპოვოს ინფორმაცია საიდუმლო განყოფილების ერთ-ერთი თანამშრიომლის პირადი ცხოვრების შესახებ, რათა შემდგომში პეტრე შანტაჟის გზით დაეუფლოს გასაცემ საიდუმლო ინფორმაციას. ამ შემთხვევაში არის თუ არა სახეზე დანაშაულის მომზადების ერთ-ერთი სტადია იმ მომენტიდან, როდესაც პეტრემ პავლეს დაავალა თანამშრომლის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება?!

ახლა გავაანალიზოთ როდის იწყება დანაშაულის მომზადება:

ადამიანის თავში, გონებაში დანაშაულის დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღება დანაშაული არ არის და ეს არ ისჯება. როდესაც ადამიანი დანაშაულის ჩადენის შესახებ გადაწყვეტილების განხორციელებას უშუალოდ შეუდგება და კონკრეტული მოქმედებით პირველ ნაბიჯს გადადგამს, აქ უკვე სახეზეა დანაშაულის მომზადების ადრეული სტადია. ტერორისტული აქტი კი დასჯადია მისი მომზადების ნებისმიერი სტადიიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “დანაშაულის მომზადებას” იურიდიულ მეცნიერებაში აქვს შემდეგი ფორმულირება: –

“თუ ქმედება დანაშაულის განხორციელებისათვის ხელის შეწყობას წარმოადგენს – ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის მომზადებას.” იურისტებისთვის, ანუ “ჩვენს ენაზე” ასე დავამატებ: ქმედება მომზადებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია რეალური და კონკრეტული პირობების შექმნა, რომელიც მოგვიანებით ხელყოფს დაცულ სამართლებრივ სიკეთეს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, “ხელყოფა” გულისხმობს არამარტო დაცული სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას, არამედ ასეთი დაზიანების საფრთხის შექმნასაც.

კანონმდებელი არ გვთავაზობს იმ სანიმუშო ჩამონათვალს, თუ რაში შეიძლება გამოიხატოს დანაშაულის მომზადება. კანონმდებელი მხოლოდ განზოგადებულ მცნებას იყენებს შემდეგი ფორმულირებით – “დანაშაულის ჩასადენად პირობების შექმნა.” სწორფედ ამ “პირობების შექმნაში” იგულისხმება და დანაშაულის მომზადებას მიეკუთვნება დანაშაულის ჩასადენად საჭირო ცნობების შეგროვება; დანაშაულის ობიექტის ან თავად დამნაშავის ჩაყენება ისეთ მდგომარეობაში, რომელიც გააადვილებს დანაშაულის ჩადენას; თანამონაწილეების გამონახვა – რაც იმას ნიშნაავს, რომ თითოეულ მათგანს კონკრეტული წვლილის შეტანა შეუძლია დანაშაულის ჩადენაში და ა.შ.

ამასთან, იმისთვის, რომ ქმედება დანაშაულის მომზადებად შეფასდეს, აუცილებელია საფრთხეს არ ჰქონდეს უმნიშვნელო ხასიათი. გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობამ (პროკურატურამ) უნდა გადაწყვიტოს – მაჩალიკაშვილის მიერ ტერაქტის ჩასადენად გეგმის დასახვა და კონკრეტული დავალებების გაცემა წარმოადგენს თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამაფუძნებელ გარემოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა ტერორისტული აქტის მომზადების ეტაპზე და მას ბრალი უნდა წარედგინოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით – კოდექსის მე-18 მუხლზე მითითებით.
(P.S.”იურისტებს” დანაშაულის მომზადება და მცდელობა რომ გერევათ ერთმანეთში, მაგიტომაც “იჭედებით.”)

რაც შეეხება “ტერორისტული აქტის” დისპოზიციურობას: ზოგიერთებმა შეიგნეთ, რომ ტერორისტული აქტის კვალიფიკაციისათვის გამსაზღვრელია მოქმედების მიზანი. ესენია:

1.მოსახლეობის დაშინება;
2. ხელისუფლებაზე ზემოქმედება.
ტერორისტის მოქმედების მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. (მაგალითად – იმან შვილი მომიკლა, ან ამან ბაბუა გამინაწყენა.)

ახლა რაც შეეხება იმას, დასჯადია თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის “ემოციური ყბედობა”

სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის შესაბამისად, დასჯადია არამარტო ტერორისტული აქტის ჩადენა, არამედ – ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარაც, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას!

იმუქრებოდა და იმუქრება თუ არა მაჩალიკაშვილი აფეთქების გზით ტერორისტული აქტის ჩადენით?!” – წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

თქვენი კომენტარი?