MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

გიორგი მუხიგულაშვილი – უფლებადამცველი

“მოკლედ ამ ცხოვრებაში თუ რამე გამაკვირვებდა ნამდვილად არ მეგონა მაგრამ მაინც ყოფილა ერთი რამ რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია .

ეს პიროვნება გახლავთ ალექსანდრე ბირთველიშვილი, ამჟამად შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, წარსულში ქალაქ თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელფასებს გადავავლე თვალი, პირველი ეს ზემოხსენებული პიროვნება აღმოვაჩინე, რომელიც წლიურ ანაზღაურებას იღებს 100.000 ლარის ფარგლებში და იყო წლები, როდესაც უფრო მეტსაც აღწევდა მისი შემოსავალი .

გავიკითხე, გამოვიკითხე და უბინძურესი წარსულით შემრჩა ხელში .
მისი ცოდვების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ:

როგორც მოარული ხმები დადიოდა,  მოადგილის თანამდებობის დროს დაჭერილ ხალხს აშვებინებდა გარკვეული გარიგების სანაცვლოდო, მთავარია ფული გადაგეხადაო.

ასევე, ციხეში როდესაც უფროსად მუშაობდა დადიოდა ხმები, “ბირთველასთან” მაყუთი გამაზე და ყველაფერი შემოვა ციხეში რაც გინდაო.

უფრო დეტალურად თუ გავიხსენებთ მის საქმიანობებს, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ დიღმის მასივში, მტკვარში საეჭვო ვითარებაში გადავარდნილ გარდაცვლილ ზურა ელიბაშვილის საქმეშიც ერია ბირთველაშვილის ხელიო.

აგერ ოზურგეთის საპატრულოს უფროსი წულაძე დაუნიშნავს, ორჯერ გაგდებული, პათოლოგიური სიმთვრალით შებყრობილი, რომელსაც ადამიანი ჰყავს გატანილი სიმთვრალეშიო .

დადის ახლა და გარკვეული გამორჩენის მიზნით ეს იქნება ფული თუ ძვირადღირებული საჩუქარი ხალხს თანამდებობებს ურიგებსო .

როგორც გაირკვა გაკითხვ-გამოკითხვაში, კორუმპირებულ ჩინოსანზე მქონია ინტერესები და მიუხედავად იმისა, რომ ამხელა შემოსავლის მქონე პირია,ხან რას მათხოვრობს ხან რასო, უბინძურეს ტიპზე მეკითხები და არ გვინდა მაგაზე საუბარიო რამოდენიმე ნაცნობმა მიპასუხა მსგავსად .

ალექსანდრე ბირთველიშვილს ისე აქვს ზემოთ სამინისტროში დალაგებული, არცაა გამორიცხული ის რასაც შოულობს ზემოთ აჰქონდეს ნაწილიო .

მოკლედ შსს რომ ბირთველაშვილს გაიხდის სახედ აი მანდ ეტირა ყოფა პოლიციის მუნდირს .

PS – შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით პანკისში მოვლენები იყო ნაკლებად შესწავლილი და შეცდომაო .

ბატონო მინისტრო, ბირთველიშვილს რომ ჩააბარებდნენ საქმეს ის საქმე რომ ჩაისვრიდა ეს თქვენებმა არ იცოდნენ თუ პირველად იგებთ ჩემგან?

ეს ის ბირთველიშვილია, ჯაფარიძის დროს გურიის შსს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე რომ იყო და ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკოს შვილს, ემზარ ივანიშვილს რომ დასდევდა დასაჭერად, მაგრამ რას ვიზამთ, შეიცვალა მთავრობა და უარყო ღმერთი მისი ივანე მერაბიშვილი, როგორც მისნაირებს სჩვევიათ !”– აცხადებს გიორგი მუხიგულაშვილი.

 

თქვენი კომენტარი?