გერმანიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც თავის მოკვლას ცდილობდა კლინიკაშია მოთავსებული

214
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

გერმანიაში მცხოვრები ქართველი, დავით გაიხარაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში თავის მოკვლის შესახებ განაცხადა ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, როგორც მისი მეგობარი ზაზა დავითაია წერს სოციალურ ქსელში, პოლიციამ მას დროულად მიუსწრო, რადგან სახლში შესვლისას ის უგონო მდგომარეობაში იყო.

“დათო გაიხარაშვილს წუხელ სულზე მიუსწრო პოლიციამ. გადარჩა, მაგრამ მძიმედაა. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მადლობა – გერმანიაში საქართველოს საკონსულოს, რომელიც ოპერატიულად დაგვეხმარა, რათა დათოს სახლში სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოგვეძახებინა. მადლობა გიო გაბედავას, რომელმაც დათო თვითმკვლელობის წინ სატელეფონო საუბარში შეიყოლია და დრო გააჭიანურა. მადლობა ერთ გოგონას, რომელმაც დროულად მომიძებნა საკონსულოსთან დასაკავშირებელი ტელეფონები.

მადლობა – საკონსულოს თანამშრომლებს: ელენე თალაკვაძეს და თამთას. ყველა ამ ადამიანმა ქმედითი დახმარება გამიწიეს – კაცი გერმანიაში იდგა სიკვდილის წინაშე და მე აქედან, თბილისიდან ვცდილობდი გადარჩენას, თან შუაღამით…

მადლობა თქვენ, ყველას, მეგობრებო! რომლებიც შეწუხდით დათოს ბედით, ლოცულობდით მისთვის და გვგულშემატკივრობდით. დეტალებს შემდეგ მოგიყვებით. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. დათო ისევ გადასარჩენია! მთავარია, თვითმკვლელობის განმაპირობებლი მიზეზები აღმოვფხვრათ!”- წერს ზაზა დავითაია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE