ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვნეს

427
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას და სამძიმრის წერილს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?