23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია – პრეზიდენტი

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და  საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმიანება.

„დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.

საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია“,– წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.