23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის – რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ – სალომე ზურაბიშვილი

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: „ევროპა, თუ არა ევროპა“, ამ ტიპის არჩევნები და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის – რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ. შეიძლება, თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება, მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ.”– განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 თებერვალს, ორბელიანების რეზიდენციაში, საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

უნდა იყოთ მობილიზებული. ეს თქვენი ქვეყანა, თქვენი მომავალი და თქვენი სახელმწიფოა. უნდა იყოთ მობილიზებული, ფხიზლად და რაც მთავარია, უნდა აკეთოთ თქვენი საქმე. მაგრამ ხალხის მობილიზაცია, ახალგაზრდების მობილიზაცია არის ის, რასაც რეალურად შეუძლია, დაამარცხოს ყველა სხვა მცდელობა, რაც შეიძლება იყოს. მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს.”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.