ბოლო ამბები
12/12/2024

კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

გაზიარება

„კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით. არ იყო იმ მოწამვლა, ვერავინ დაგვიდასტურებს ამას, ვერც მათი მოწვეული ექსპერტები ადასტურებენ, ჩვენი გერმანული სკოლაც ამას უარყოფს. პოლიტიკურ თამაშებში ჩვენ არ ჩავერთვებით.”- განაცხადა კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ 25 თებერვალს, ტვ “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივ”-ში სტუმრობისას.

ჩვენ მოწამვლისთვის არ ჩაგვიტარებია მკურნალობა. თვითგანკურნებები არ ხდება მაგ დროს. აბსოლუტურად სხვა კლინიკური, ვიზუალური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოვლინებებია, როდესაც არის მოწამვლა ამა თუ იმ ნივთიერებით. ამ შემთხვევაში ამას ადგილი ჩვენთან არ ჰქონია“, – განაცხადა ნადირაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა