ქართველი ემიგრანტი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ფეისბუქში მიმართვას ავრცელებს

249
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

გერმანიაში მცხოვრები დავით გაიხარაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და ამის შესახებ ფეისბუქში დაწერა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სამწუხაოდ გამოვიჩინე წუთიერი სისუსტე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო საბედისწერო ჩემთვის, მაგრამ მეგობრების, ზაზა დავითაიასა და  გიორგი გაბედავას  განგაშის შემდეგ, არ ვიცი საიდან მოვიდა ამდენი სასწრაფო და პოლიცია, ან როგორ მოახერხეს, ასეთი რამე არც მსმენია, სასწაული მეგობრები მყავხართ, გენაცვლეთ თქვენ და ვენაცვალე თქვენს ძმობას და ყველა ჩემ მეგობარს შემოგევლეთ.

მიყვარხართ და გაფასებთ ყველას. ორი სამი დღე მინდა მოვიდე აზრზე . ისევ ვერ ვიოკებ ნერვებს, არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ალბათ ყველას მიზეზი აინტერესებს და ვიტყვი მიზეზს, რამაც მიმყვანა ამ ზომამდე.

არცერთი მიზეზი არ არის გამამრთლებელი ამ საქციელზე, როდესაც უფლის ნებას გადადიხარ და ცოდვას სჩადი, მაგრამ მაინც ვეცდები მოკლედ ვთქვა ყველაფერი.

ჯერ ის, რომ ამ მდგომარეობაში ვარ სამუდამო მედიკამენტების ქვეშ, რომელიც მაცოცხლებს, შემდგომ ეს ემიგრაცია, ოჯახის წევრის გარდაცვალება ამ ემიგრაციაში და უსამართლობა დღევანდელი რეჟიმის მხრიდან და არანაირი საშუალება სამართლის მისაღწევად,  მოკლედ, ეს არ არის სრულყოფილი მიზეზი, ეს მცირედია იმათგან, რამაც დამიბნელა გონება, მაგრამ საერთო მიზეზი უსამართლობა და ის, რომ მე დღემდე პატივი ვერ მივაგე ჩემებს, ვერ ვუდგავარ მათ, ვისაც სჭირდება ჩემი დგომა გვერდით მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას,  სააკაშვილს და მათ გუნდს არ სურს.

მე ვაგრძელებ ბრძოლას და ვეცდები ყვეალფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სამართლმა იზეიმოს.

ყველას დიდი მადლობა, გენაცვლეთ თქვენ, შემოგევლეთ, ბევრს ვერ გაგეცით პასუხი, მაპატიეთ, ისევ გაბრუებული ვარ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ.

მადლობა ყველას ამ ლოცვისთვის, ამ გვერდში დგომისთვის, ამ სიყვარულისთვის ახლა კი ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ, უფალი გფარავდეთ თითოეულ თქვენგანს, მადლობას გიხდით”- წერს დავით გაიხარაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE