ბოლო ამბები
08/11/2024

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს გული მოიგოს – ნიკოლოზ მჟავანაძე

გაზიარება

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს გული მოიგოს”– განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ 26 თებერვალს, ტელეკომპანია “სეზონი”ს ეთერში, საკუთარ გადაცემაში საუბრისას.

მისივე ცნობით, სანკტ-პეტერბურგში საფუძველი ეყრება წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობას.

“როდესაც დასავლეთის აგენტები გვეუბნებიან, რომ ტრანსგენდერებზე და სოდომისტებზე გადის ჩვენი ურთიერთობა, თუ მათ მიმართ არ გამოვხატეთ სხვაგვარი დამოკიდებულება, ჩვენი თანამშრომლობა არ შედგება.

და აგერ რუსეთი, რომელიც არის მართლმადიდებლური ქვეყანა აშენებს უდიდეს ტაძარს პეტერბურგში, ეს არის გადაწყვეტილი ამბავი, ასეთი დეტალებისგან შედგება ურთიერთობების აწყობა. ეს არის სასიხარული ფაქტი და მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს, ეს არის საქართველოს მიმართ გამოხატული კეთილი ნება და ჟესტი.

აქ ჩვენ რუს წმინდანებს საღებავებს ვესვრით და იქ (რუსეთში) ჩვენი წმინდანდების სახელზე ეკლესიებს აშენებენ – ახლა შეადარეთ თქვენ დამოკიდებულებები.

ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობები და ის მოწოდებები, რაც ისმის რუსეთიდან საქართველოს მისამართით, აუცილებლად უნდა იქნას გაზიარებული”- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა