23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დავით უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა მოუწევს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

დავით უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა მოუწევს. ამის შესახებ მან 27 თებერვალს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა.

“მოუწევს – ზოგს თამადობის დათრობა უწევს, ზოგს ბევრი რამის დათმობა უწევს, მაგრამ არ უნდა.

ასეთ გზაზე დამდგარი ლიდერები ტრიუკს უტარებენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, ყველა ავტორიტარი ამ გზაზე დგება, ზოგი მესიანისტური იდეებით, რომ ჰგონია, რომ მის გარეშე ქვეყანა დაიღუპება და როგორ მიატოვებს ქვეყანას. ზოგი იმიტომ, რომ თუ ძალაუფლებას ჩამოშორდა თავად ინგრევა შიგნით, ფსიქოლოგიურად და იდენტობით, ამიტომ ძალაუფლება არის მომეტებული საფრთხის წყარო, ამიტომ მოიგონა კაცობრიობამ მისი დაყოფა, ვადიანობა, 4-წლიანობა, სამართლიანი არჩევნები.

წასვლის უნარს რომ კარგავს პოლიტიკოსი, ესეც ეტყობა – შუბლზე ეტყობა, თვალებზე ეტყობა, თუმცა წავიდნენ,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.