23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რუსთავში მდებარე მე-16 დაწესებულებაში პატიმრების საშხაპე ოთახები სრულად განახლდა (ფოტოები)

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

რუსთავში მდებარე მე-16 დაწესებულებაში პატიმრების საშხაპე ოთახები სრულად განახლდა.

ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს:

“ამჯერად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდა №16 დაწესებულების მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საშხაპე სივრცე, განთავსდა ახალი ინვენტარი, შეიცვალა წყლისა და სავენტილაციო სისტემები, დამონტაჟდა ახალი განათება.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და პენიტენციურ სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

დაწესებულებებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს: №5 (ქალთა) დაწესებულებაში არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე; №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განახლდა სავენტილაციო სისტემა; ასევე გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნების სივრცეები; სრულად შეიცვალა სპორტული ინფრასტრუქტურა.”- აღნიშნულია ინფორმაციაში.