ბოლო ამბები
15/12/2024

გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, მართალია, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის

გაზიარება

ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, მართალია, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის დაშვებული თანამშრომლობა სანქცირებულ კომპანიებთან და ეს არის მთავრობის პოლიტიკა.

„საქართველოში ჩამოსული იყო მისია, სადაც წარმოდგენილი იყვნენ როგორც ევროკავშირი, ასევე ბრიტანეთი და აშშ და დამტკიცდა, რომ საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, მათ შორის ამგვარი ქმედებებისთვის. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა