ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ოცნების და ნაციონალების კანდიდატს ზუგდიდში გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ

353
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის კანდიდატები, სანდრა რულოვსი და გეგა შენგელია თანაბარ ბრძოლაში არიან და ორივეს გამარჯვების მაღალი შანსი აქვს.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, “ქართული ოცნების” კანდიდატს ხმას არ აძლევს იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის კადრია, თუმცა პიროვნულად პრეტენზიები არ არსებობს.

“ჩემი დაკვირვებით საკმაოდ თანაბარი მდგომარეობაა, ქართული ოცნების კანდიდატ გეგა შენგელიაზე არ იძახიან, რომ ცუდი ბიჭია, უბრალოდ უარს ეუბნებიან, როგორც  ივანიშვილის კანდიდატს, მეორე ვარიანტია, რომ სანდრას, მაინც ადგილობრივი კანდიდატი ურჩევნიათ. ისეთი დაპირისპირებაა, უარი უთხრან  ივანიშვილს თუ ხმა მაინც ადგილობრივს მისცენ. საკმაოდ წონადი არგუმენტებია ორივე მხარეს, ვნახოთ, ვერ გეტყვით, თანაბარი ბრძოლა ჩანს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE