ჩათვალეთ, რომ მათხოვარი ვარ და დახმარებას გთხოვთ… მაპატიეთ

538
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

MULTIMEDIA.GE-მ სოციალური ქსელის გვერდზე მოქალაქის წერილი მიიღო და გვთხოვა გამოქვეყნება.

“გამარჯობა,  ვიცი, რომ დამღლელია უკვე ასეთი პოსტების ნახვა სოციალურ ქსელში, სადაც ადამიანები დახმარებას ითხოვენ, მაგრამ გავრისკავ და მეც დავწერ, თუმცა ძალიან მიმძიმს.

ქირით ვცხოვრობ, უსამსახუროდ დავრჩი და 3 თვეა ბინის ფულს ვერ ვიხდი, პატრონმა ამდენი ხანი დამაცადა, თუმცა უკვე კატეგორიულად მომთხოვა, რომ დავცალო ბინა, ვერც ვამტყუნებ, ყველას თავისი პრობლემები აქვს.  750 ლარი დამიგროვდა გადასახადი და არ ვიცი რა ვქნა,  გთხოვთ, ვისაც თუნდაც 1 ლარის საშუალება ექნება, დამეხმაროთ, სამწუხაროდ ყველამ დამივიწყა და დავრჩი უიმედოდ, როცა ვმუშაობდი და მქონდა საშუალება ყველა გარს მეხვია, თუმცა ახლა დავრჩი ასე.

ჩათვალეთ, რომ მათხოვარი ვარ და დახმარებას გთხოვთ, მაპატიეთ, მილიონ ბოდიშს გიხდით. გიგზავნით ანგარიშის ნომერს და თუ ვინმე აღმოჩნდება, რომ დამეხმაროს მადლიერი ვიქნები… კიდევ ერთხელ, დიდი ბოდიში ყველასთან.


საბანკო რეკვიზიტი: TBC BANK

GE23TB7949745061100029
თქვენი კომენტარი?
IMG.GE