დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, 11 თვეა გარეთ ვდგავართ, აქამდე მოვაწყობდით

336
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს.

სარალიძის თქმით, 11 თვეა ქუჩაშია და მსგავსი რამ რომ სდომოდა აქამდე მოაწყობდა.

“დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, 11 თვეა გარეთ ვდგავართ, აქამდე მოვაწყობდით და არ დაველოდებოდით ამ ნაძირალა ხელისუფლებას ამ საქმეების გაყალბება-გამოყალბებაში და ჩვენი შვილის მკვლელები თავიანთ გზაზე იქნებოდნენ გაყენებული.

საპატრულო პოლიციის უფროსმა რომ განაცხადა, რაღაც საშიში ნივთიერებები შეიძლება აღმოჩნდეს კარვებშიო, შეიძლება მაგის კაბინეტში ატომური ბომბი იდოს, წავიდეთ და დავაკავოთ მაშინ, შეიძლებაზე ავაგოთ ყველაფერი? შეიძლება გახარიას კაბინეტში დევს ბომბი, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას ქვეყანაში, გამორიცხავს ვინმე? როგორც თვითონ არ გამორიცხავენ, ასევე ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს.

ასე რომ, ცოტა ტვინი დაატანონ და ისეთი განცხადებები გააკეთონ, ჩვენი შვილების მკვლელები პასუხისგებაში მისცენ და აქ თუ დაგვინახავენ, მერე ილაპარაკონ რაც უნდათ,“– განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE