ჩვენ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ამომრჩეველი გაანაწყენა – ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)

375
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი აღიარებს, რომ იყო მართვის პრობლემები, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

“ობიექტურად, იყო პრობლემები, მართვის პრობლემები და სხვა შეცდომები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა დაშვებული და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველში, გულწრფელ და ერთგულ ამომრჩევლებშიც გამოიწვია რაღაც გაღიზიანება, განაწყენება.

ეს ნიჰილისტური, ასე ვთქვათ განწყობები გამძაფრდა საზოგადოებაში. რა უნდა დავუპირისპიროთ ამ განწყობებს და არსებულ ვითარებას? მე ვფიქრობ, მხოლოდ ერთი რამ – მოქმედება, აქტიური ქმედება, აქტიური მუშაობა ჩვენი მთავრობისა და ზოგადად, ჩვენი ხელისუფლების.

აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ახლა ამ არჩევნებით მივიღეთ რა? ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას და ახლა ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავცეთ ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი და მოსახლეობას უნდა გავუმართლოთ იმედები”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE