სტარტაპერებისთვის 650 000-ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო

443
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სტარტაპერების თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს

“პროგრამის მეშვეობით, ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი – ტექნოლოგიური, ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.

 დაფინანსებული პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვეა, გრანტის მოცულობა – 150 000-დან 650 000 ლარამდე. კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მლნ. ლარს.

 გასათვალისწინებელია, რომ განაცხადის შემოტანამდე, კომპანია 1 წლით ადრე უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს სამეწარმეო რეესტრში.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?