სოფელ აღაიანში მოკლული 8 თვის ბავშვის მამა პირველ კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

519
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

თვის მოკლული ჩვილის მამა ტრაგედიის ღამეს პირველად „ქრონიკასთან“ იხსენებს. ამბობს, რომ მეუღლე ეჭვიანობის მიზეზს აძლევდა, თუმცა ვერ ხსნის რატომ ჩაიდინა არასრულწლოვანმა დედამ შემზარავი დანაშაული.

მიხეილ დვალიშვილის თქმით, დაახლოებით 12-ის ნახევარზე მას სახლის აივანზე ეძინა, როცა მისმა მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა, დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი შვილი გარდაცვლილი ნახა, მეუღლე კი სახლში აღარ იყო.

როგორც დვალიშვილი იხსენებს, მისი არასრულწოვანი ცოლი მუდმივად მესიჯობდა სმს შეტყობინებების შინაარს კი უმალავდა, რაც მათ შორის გაუგებრობის მიზეზი იყო.

არასრულწლოვანს ბრალი გუშინ წაუყენეს. მის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE