უნიჭო ფოტომონტაჟის მსხვერპლები

380
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით უნიჭოდ დამონტაჟებულ ფოტოსურათებს, რომელზეც გამოსახულია ტაძარი, ხოლო მის თავზე ქრისტე, ან მარიამ ღვთისმშობელი ან სხვა წმინდანი. მასზე გაკეთებული წარწერები კი უფრო მეტად უნიჭოა, თუმცა ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მაგალითად ბეემვეს საქარე მინაზე ქრისტე , ან საქართველოს ცაზე მარიამ ღვთისმშობლის ხატი გამოისახა. ფოტოებს ხშირ შემთხვევაში აქვს წარწერა “სასწაულია, სამების ცაზე იესო ქრისტე გამოისახა, გააზიარეთ, ამინ… კომენტარებში კი გვხდება ათიათასობით “ამინ” და უფალო შეგვიწყალე”.

ასეთი ფოტოების შემქმნელების მიზანია ფეისბუქ გვერდებზე მოწონებების გაზრდა და პოპულარიზაცია, რასაც ხშირ შემთხვევაში სოც.ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილი აჰყვება ხოლმე.

ეს სეგმენტი ძირითადად მერყეობს 25-დან ზევით ასაკამდე.  ერთ-ერთი ასეთი ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა არის სამების ტაძრის თავზე დამონტაჟებული იესო ქრისტეს ხატი, რომელსაც 2400 მოწონება, 409 კომენტარი და 38 ათას 985 გაზიარება აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ფოტოები არის ერთი დიდი ტყუილი და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რადგან ეს არის უნიჭო ფოტომონტაჟი და თავს სასაცილოდ ნუ აიგდებთ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE