MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტელეკომპანია „იმედის“ჟურნალისტის ცნობით ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ბათუმში დამოუკიდებლობის დღეს რუსული ანსამბლის მიერ გამართული მსვლელობა გახდა.

ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით „RUSSIA“ გამოჩნდა. როსტოვიდან ჩამოსული ანსამბლის წევრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას რუსეთის დროშები გაშალეს.

ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით ღონისძიების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და მონაწილეობაზე თანხმობა საქართველოს მხრიდან ორგანიზატორებისგან ფესტივალის ფარგლებში მიიღეს.

ფესტივალის ორგანიზატორი აჭარის განათლების სამინისტროა.

თქვენი კომენტარი?