თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა – ივანე მაჭავარიანი

250
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და მადლობა გადაუხადა საზეიმო ღონისძიებაზე მობრძანებისთვის.

„დღეს, ყველა ერთად ქართული სახელმწიფოს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. გულითადად გილოცავთ ამ დღეს. ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოსა თუ უცხოეთში; მივესალმები და ვულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს, ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“.
2019 წელს დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE