განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ლაგოდეხში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რასაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, სკოლის დირექტორი საუბრობს. მისი თქმით შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც აღამრთზე ადიოდნენ, რა დროსაც გოგონა ხავსიან ქვაზე შედგა და დაცურდა.

“17 მოსწავლე იყო სულ, რომ შეუდგნენ აღმართს სადაც მდინარე ჩამოდის, ჩანჩქერს ქვევით, ეს გოგონა შეხტა დიდ ქვაზე, რომელიც ხავსიანი იყო, დაუცურდა ფეხი და გადაეშვა. ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი იშოვა, მოიბა წელზე და გადაეშვა მდინარეში, მაგრამ ისეთი სწრაფი დინება იყო, რომ მიაჯახა ერთ ქვას, მეორე ქვას და იძულებულები იყვნენ ამოეწიათ უკან,“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისივე თქმით, გოგონას მამა არ ჰყავდა და მას მხოლოდ დედა ზრდიდა, დირექტორის ინფორმაციითვე აწგარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო. სკოლაში გლოვაა გამოცხადებული.

თქვენი კომენტარი?