ეკა ბესელიამ საბოლოოდ დაიმარხა თავი, ფაქტია, რომ ბიძინამ დროზე გაუგო ამ ნაგვებს – ბაკურ სვანიძე

408
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ბაკურ სვანიძე – ჟურნალისტი


მოკლედ, ცოტაც და სრული ბიძინისტი გავხდები! რაც ვუსმენ ამ გადაბოღმილ ტიპებს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ბიძინა სწორად იშორებს იმათ,  ვისაც იშორებს!  “ტვ-პირველზე” ეკა ბესელიამ საბოლოოდ დაიმარხა თავი ჩემს თვალში! ფაქტობრივარ შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი!

ჟურნალისტი “მთაწმინდაზე თქვენი აზრით რომელი კანდიდატია უფრო ღირსეული?” –

ბესელია“მე არ ვარ ამომრჩეველი,  ამიტომ არ პირდაპირ მხარდაჭერას არავის მიმართ არ გამოვხატავ. მაგრამ მათაწმინდის ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს,  რომელიც უფრო არის სამართლიანობისთვის ბრძოლასთან ასოცირებული და რომელსაც უფრო შეეძლება იბრძოლოს სამართლიანობისთვის!”

ჟურნალისტი“პირდაპირ გეტყვით, რომ მგონია, ახლა შალვა შავგულიძეს გულისხმობთ! ვცდები?”

ბესელია“მე ვადასტურებ, რომ შალვა შავგულიძის  მიმართ მქონდა და მაქვს სიმპატიები როგორც კარგი იურისტის მიმართ. როდესაც ის იყო პარლამენტის
წევრი იყო ძალიან პროდუქტიული და დარწმუნებული ვარ, ახლაც თუ გახდება პარლამენტის წევრი იქნება ისევ ისეთი ძალიან პროდუქტიული!”  ეს არის თუ არა “სამართლიანობისთვის ბრძოლის” გაიძვერული საბაბით ბოკერიასთან
ჩახუტებული შავგულიძის პირდაპირი მხარდაჭერა თქვენ განსაზღვრეთ!

ეკა ბესელიას გაიძვერობა მაშინაც ეტყობოდა, როდესაც ვითომ “კოჰაბიტაციას” ებრძოდა სიტყვებით და რეალურად კი “რუსთავი2” – ის  ჟურნალისტი აიყვანა თავისთან კომიტეტში “პიარად”! შემდეგ ისიც გავიხსენოთ, რომ “ევროპული საქართველო” და პირადად გიგა ბოკერია უჭერდა მხარს ბესელიას კანონპროექტს პარლამენტში! და თურმე ესენი ებრძვიან მურუსიძეს!

ფაქტია, რომ ბიძინამ დროზე გაუგო ამ ნაგვებს დიდი ღალატის მზადება და დაიქნია ძალიან დამსახურებულად! საერთოდ არ გამიკვირდება, რომ 2020-ის არჩევნებზე ბესელია-ბოკერია ერთი ბლოკით წარდგნენ! ეს დაბოღმილი “სასტავი” მიშას დროსაც ვითომ რომ “ვიბრძოდითო” ხშირად რომ გვაყვედრიან, ჩემთვის უკვე ნათელია რეალურად რატომაც “იბრძოდნენ”!

მიშამ არ აჭამა ამათ და იმიტომ! მიშას რომ ამათთვის თანამდებობები და ფული მიეცა, ხმასაც არ ამოიღებდნენ! ესაა სიმართლე! მურუსიძე ამათთან შედარებით უმანკო ბავშვია!

თქვენი კომენტარი?
IMG.GE