გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

391
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გორში, 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა, გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო.

ოჯახი სასჯელის ზომით კმაყოფილია და მადლობას უხდის მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისთვის.

გარდაცვლილის გოგონას მამის თქმით, დადგა სამართლიანობა და იგო ნებიერიძის სახით სხვა ბავშვებს საფრთხე არ ემურება.

შემთხვევა 2018 წლის 25 ოქტომბერს მოხდა, როდესაც გოგონა სახლიდან გავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა, ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი იპოვნეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE