დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას“ – ირმა ინაშვილი ნაც.მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მიმართავს

285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას “ნაციონალური მოძრაობისა და “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენლებს მიმართა.

„თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს, თქვენთვის გასაწირი პატიმრები ჩვენ არ გვყავს. ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეგ ხალხი. ბედუკაძემ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და გამოიტანა კადრები, ამხილა სისტემა და რეჟიმი. დიახ, უნდა გამოიძიონ სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. თუმცა, თქვენ არ გინდათ იმაზე საუბარი, რაც ჩაიდინეთ, რადგან ის სისხლის სამართლის და სისტემური დანაშაული იყო. ყოველ დღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, იმან გადაგარჩინათ თქვენ.

ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და გაყიდეთ კოდორი. გრძელი ენით გველაპარაკებით იმაზე, რომ თურმე ლეგიტიმაცია გაქვთ… რა ლეგიტიმაცია გაქვთ, 17.5% მიიღო გრიგოლ ვაშაძემ საერთო ამომრჩევლის, 80%-მა უარი გითხრათ. მეორე ტურში კიდევ მეტი გეტყვით უარს. ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან, მორალურად, პოლიტიკურად, ზნეობრივად. გვარამიასიც არავის ეშინია დედას რომ იგინება, დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE