ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ქმნის

383
წაკითხვა/ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ქმნის.

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი პოლიტიკური პარტიის – „სამართლიანობისთვის“ – შექმნა დააანონსა, რომელსაც თანამოაზრეებთან, გედევან ფოფხაძესა და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად გეგმავს.

„სამართლიანობა თავის დროზე იყო ის იდეა და მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლითაც და რომლის გამო პირადად მე და არაერთმა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება თავის დროზე პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის.

ეს არის ის იდეა, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად გაგვევლო ურთულესი 2004-2012 წლები, გაგვევლო ღირსეულად, რომლის დროსაც იყო ძალიან ბევრი განსაცდელი, ბევრი სირთულე, მაგრამ იყო ის მთავარი იდეა, რომელმაც მოიტანა 2012 წლის 1 ოქტომბერი. და ის იდეა, რომელიც იყო გამაერთიანებელი, არის დღესაც დასაცავი, დღესაც მისაღწევი და ბოლომდე მისაყვანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსების საფუძვლად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დაასახელა.

თქვენი კომენტარი?