აზერბაიჯანი საქართველოს დავით გარეჯის ტერიტორიას არ “გადაუფორმებს”, ეს გამორიცხულია – დავით ავალიანი

639
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დიმიტრი ავალიანი – ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი

აზერბაიჯანი საქართველოს დავით გარეჯის ტერიტორიას არ “გადაუფორმებს”, ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა არის ძალიან მტკივნეული ერისთვის, რომელმაც, საქართველოს მსგავსად, ტერიტორიები დაკარგა. და მეორე – ისინი ბოლომდე მიაწვებიან “ალბანური ძეგლის” თემას, რადგან პრინციპულად არ აღიარებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სხვა ტიპის ქრისტიანულ მემკვიდრეობას, ალბანურის გარდა. ისევ და ისევ ყარაბაღის გამო. პრეცედენტს არ შექმნიან, იმიტომ რომ პოლიტიკურად მაგრად დაზარალდებიან.

ამიტომაც ყველა ეს საუბარი საზღვრის სასწრაფოდ დელიმიტაციაზე არის ან მავნებლობა, ან საკუთარი თავის და ხალხის მოტყუება. დელიმიტაცია არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი თავის ნაწილს მოგვცემს. არ მოგვცემს.

უბრალოდ არც ჩვენს ხელისუფლებას, არც საზოგადოებას არ აქვს წარმოდგენა იმაზე, ეს საკითხი აზერბაჯანისთვის რას წარმოადგენს.

ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინა ხელისუფლებას და მოლაპარაკება ეწარმოებინა არა დელიმიტაციაზე, არამედ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმზე დავით გარეჯში, რათა სტატუს-კვო შეენარჩუნებინა.

ახლია კი სიტუაცია დღითიდღე იძაბება და ხვალ რა მოხდება კაცმა არ იცის, როდესაც აქედან ჩვენები სომხეთის დროშებით ამოვლენ, იქედან კი – აზერბაიჯანელი აქტივისტები.

ნორმალურ ქვეყანაში შსს და სუსი თავისი ანალიტიკური სამსახურებით იმისთვის არსებობს, რომ ასეთი რამე პრინციპში არ დაუშვას. თუნდაც არანორმალურ ქვეყანაში… ჩვენთან კი პრეზიდენტი ამაყად გვეუბნება თემა მე ავაგდეო და რა კარგია…

თქვენი კომენტარი?