განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილის, იგივე ნიკოლოზ რაჭველის პოსტი საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე. ის ამბობს, რომ ნახა ფილმი ჩერნობილის ტრაგედიაზე და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რა საშინელი იყო საბჭოთა კავშირი, ხოლო დღევანდელი რუსეთი მისი გაგრძელებაა და ყველას, ვინც პუტინს ან ზოგადად საბჭოთა მმართველობას ნატრობს, სამუდამოდ უნდა აეკრძალოს აზრის გამოხატვის უფლება.

ნიკოლოზ რაჭველის პოსტს გამოეხმაურნენ: ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია, რომლებიც წერენ.

ბონდო მძინარაშვილი: 

“სწორია! გვარის გადაკეთებაც უნდა ისჯებოდეს გვარიშვილობის სამუდამოდ ჩამორთმევით. 

ეს ფაშისტური აზროვნება როდის უნდა დამთავრდეს?! სექტანტობა მეტი კი არაფერია.
კატეგორიულობა მსჯელობისას დიდი უზრდელობაც გახლავთ, გეთაყვა!

ოე, აქ იჯდა თფილისი! ვაკე გადაკეტილია, სადმე სხვაგან ჩამოჯექით!

არაფერს კითხულობენ, ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ არაფერი სმენიათ და ვუაიმე, ფილმი ნახეს და აღშფოთდნენ.

წადით, გულაგის ან გოლოდომორის შესახებ რამე წაიკითხეთ და ღამე ვეღარ დაიძინებთ!  ოსვენციმზე, დაჰაუზე და სხვა სიკვდილის ბანაკებზე არაფერი გსმენიათ?!ეს ჩიტისგულა გულივერები.” – წერს მძინარაშვილი.


ვალერი ხაბურძანია:

“სიკვდილს-დახვრეტას(აბა რას ნიშნავს აზრის გამოხატვის სამუდამო აკრძალვა) ითხოვს ეს ჩემის გამოდორემიფა(ლოს)სოლასებული.

გადადით მის გვერდზე და დაარეპორტეთ, მე ამასწინათ ფილმიდან ნაწყვეტი დავდე და ერთი თვით დამბლოკა ზაკერამ (იგულისხმება ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი”- წერს ვალერი ხაბურძანია.

თქვენი კომენტარი?