ლუბა ელიაშვილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი “ხროვა” დასაჭერია

356
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე, მისი ორი მედიასაშუალების დირექტორი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, დღეს ივანიშვილის მტრად იქცა და მას პუტინის მოგზავნილს, ხოლო მის გარემოცვას ხროვას უწოდებს. ამის შესახებ ლუბა ელიაშვილი ფეისბუქში წერს.

“დროზე უნდა შევცვალოთ ივანიშვილი, თორემ ბიძინას პანიკური შიშის ისეთი მძაფრი სუმყრალე იფრქვევა ბიზინავიზიების ეთერებიდან ვატყობ აპირებს საკუთარ ფობიებს გადააყოლოს მთელი ქვეყანა. არ მივცემთ ამის საშუალებას. საქართველო მისი საძოვარი კი არ არის,ჩვენი სამშობლოა!”- დაწერა ელიაშვილმა და მომდევნო კომენტარი, ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვის საპასუხოდ, ასევე კომენტარის სახით განავრცო.

“ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის მე რომ ვიბრძოდი თქვენ სად იყავით, თუ მაშინაც ხელისუფლებას ეტენებოდით, როგორც ამას ახლა აკეთებთ ქალბატონო მარიკა.

თქვენ არ მახსოვხართ, სამაგიეროდ გიგი უგულავა მახსოვს 2008-ში ფრონტის ხაზიდან, როდესაც საქართველოს უჭირდა და ვუფასებ ამას ხოლო, თუ რამე შეეშალა გიგი უგულავას, მასავით საპატიმრო სასჯელს რომ მოიხდის ივანიშვილი და მისი ხროვა, მაშინ აღარ შემაწუხებენ “ბიძინავიზიები” შემოეფანტებიან,როგორც მანამდე უგულავა-ბოკერიას გაუკეთეს.

როცა მოვიზიები ვირთხებივით გაიქცნენ ჩასაძირი გემიდან, ბიძინას პანიკასაც სწორედ უგულავა-ბოკერიას დღევანდელი სწორი ნაბიჯები იწვევს.

მშვენივრად ხვდება, რომ ღირსეული აღარავინ დარჩა გვერდით და თავადაც იგივე ბედი ელის, რაც ნაციონალებს 2012-ში. მანამდე მათთან ჩახუტებულიც იყო და ფულსაც კარგად უხდიდამ ვიდრე ეს ახალგაზრდები არ მიხვდნენ, რომ თავისი ბოროტი საქმეების კეთებაში ცდილობდა მათ გამოყენებას, იმ საქმეების, დღეს რასაც საყვედურობს. ერთი იმაზე მიპასუხეთ, მე რომ ჩემი კოლეგებისთვის სიკეთე მინდა და არ მინდა ბიძინას პანიკას შესწირონ პროფესიული ღირსება” – წერს ლუბა ელიაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE