ძლიერი წვიმის გამო ვერეს ხეობისკენ ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა

329
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზა სრულად ჩაიკეტა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული.

შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.“– ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE