ბოლო ამბები
07/11/2024

ავხსნი რეალურად რა მოხდა – ანა წითლიძე ევრონესტის ასამბლეაზე რეზოლუციის ჩავარდნის შესახებ

გაზიარება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი მან, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, გიორგი ბოტკოველმა და თამარ კორძაიამ მხარი რეზოლუციის მიღებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე.

1. როდესაც საპარლამენტო დელეგაცია ჩადის სხვა ქვეყანაში – დელეგაციის ხელმძღვანელი დელეგაციის ყველა წევრს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს და ერთად გადიან ყველა საკითხს მითუმეტეს თუ რამე ეხება საქართველოს. (მნიშვნელობა არა აქვს პოზიცია ოპოზიციას) დელეგაციის ყველა წევრმა უნდა იცოდეს რა გადის საქართველოს სახელით.

2. ასეთი სამუშაო შეხვედრები გვქონია – ქოცების პირობებშიც კი. ევრონესტის დელეგაცია ისე ჩავედით ბრიუსელში არანაირი მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა დელეგაციის თავმჯდომარესთან ბოჭორიშვილთან. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ბრიუსელში ჩასვლამდე არაერთხელ ვიკითხეთ რატომ არ იყო მსგავსი შეხვედრა.

3. ბრიუსელში ჩასვლის პირველივე დღეს იმართებოდა – EPP ევროპის სახალხო პარტიის სამუშაო შეხვედრა სადაც განიხილებოდა ევრონესტის სესიაზე განსახილველი საკითხები. სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიამ გვკითხა – ხომ არ გვქონდა ინფორმაცია რეზოლუციასთან დაკავშირებით რომელიც საქართველოს ეხებოდა და რომელიც საქართველოს დელეგაციის სახელით იყო შემოსული ევრონესტზე. რაც ნიშნავდა რომ ჩვენი სახელითაც. რაზეც გაოგნებულებმა ვუპასუხეთ რომ წარმოდგენა არ გვაქვს და ვთხოვეთ რეზოლუციის ტექსტის მოპოვებაში დაგვხმარებოდნენ.

4. ამის შემდეგ დავეკონტაქტე მე თვითონ პარლამენტის პროტოკოლს საიდანაც პასუხი იყო, რომ რომ ევროპის სახალხო პარტიას უფლება არ ჰქონდა ჩვენთვის ეთქვა ეს ინფორმაცია და ენახებინა რეზოლუცია რადგან “მუშა პროცესში” იყო.

5. იმავე საღამოს კუბილიუსთან ვახშამზე ევროპის სახალხო პარტიამ გვითხრა, რომ სამი ვარიანტია შემოსული რეზოლუციის, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მე ვუთხარი, რომ ტექსტი უნდა მენახა და შეიძლებოდა მქონოდა შესწორებები.

6. ამავე დღეს უკრაინელებმა თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერდნენ რეზოლუციას გარკვეული მიზეზების გამო. ტექსტი ნანახი მათაც არ ჰქონდათ – ტელეფონით დაგვირეკა ბოჭორიშვილმაო)

7. ამის შემდეგ, მეორე დღეს უკვე საუზმეზე ბუტერბროტით ხელში მაკა ბოჭორიშვილი მეუბნება, რომ რაღაც რეზოლუცია არსებობს, რომელიც თვალით არ გვინახავს და “თუ გვინდა შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ”

8. კორძაიას რეზოლუციის ხელმოწერა მანქანაში,სასტუმროდან ევროპარლამენტამდე – უთხრა ქალბატონმა ბოჭორიშვილმა.
9. ვითხოვეთ ისევ რეზოლციის ტექსტი – რაზეც გვითხრეს რომ მუშა პროცესშია.

10. რეზოლუციის სამი ვარიანტიდან რომელიც მას შემდეგ ვნახეთ რაც ჩავარდა – ერთში იყო პუნქტი რომელიც ეხებოდა იმას რომ საქართველო უნდა შეაქონ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გამო. სავარაუდოდ ამ პუნქტის გამო მალავდნენ რეზოლუციას.

11. რომ ჩავარდა რეზოლუცია გავიგეთ ჩავარდნის შემდეგ ისიც ევროპის სახალხო პარტიიდან – (ჩვენ ბიუროზე არ ვართ წარმოდგენილი) და მას შემდეგ რაც ბოჭორიშვილმა უკვე სახლისუფლებო ტელევიზიებთან გააკეთა განცხადება.

12. ერთადერთი სქრინი რომელიც მაქვს უბრალოდ არ ვიკადრებ გამოვაქვეყნო, რადგან პარლამენტის პროტიკოლს არაფერს ვერჩი – რასაც ავალებენ მაგას აკეთებენ – არის პროტოკოლის თანამშრომლის რომელმაც რეზოლუციის დრაფტ ვარიანტი – მას შემდეგ გამოაგზავნა როცა უკვე ჩავარდნილი იყო რეზოლუცია. ამიტომ ამ ნაწილში ცოტა ფრთხილად ქოცებო – სათქვენო არ არის და არ აყირავდეთ. რას ავალებთ თანამშრომლებს და რა დღეში გყავთ მაგ ნაწილის სქრინი არსებობს.
რის გადაფარვას შეეცადნენ ამით?

1. ემიგარციის პრობლემების, გაზრდილი ფასების და მძიმე სოციალურ ეკონომიკური პრობლემების რაზეც პასუხები არა აქვთ.

2. ევრონესტის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი რეპორტი ჰქონდა თინათინ ახვლედიანს სადაც საუბარი იყო სანქცირებული ტვირთების მოძრაობაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. რაც დიდი დისკუსიის საგანი იყო ევრონესტის ეკონომიკურ კომიტეტზე.

3. დიდი ჯაფა გაწია ქართულმა ოცნებამ ევრონესტზე რომ მიშას წერილი არ წაკითხულიყო – სათითაოდ ითხოვდნენ ევროპარლამენტსგან რომ მიშას მიმართვაზე არ მოეცათ თანხმობა წამეკითხა ევრონესტზე.

4. ყველა ჩვენი გამოსვლა და დელეგაციაში ყოფნა ქოცებისთვის პრობლემა არის – რადგან ჩვენს შემდეგ მათ ავალებენ თავის მართლებას.

5. ივანიშვილის პარტიის საერთაშორისო კრახის. დელეგაციის ხელმძღვანელი რომ ხარ სახელისუფლებო პარტიიდან და ათ ხელმოწერას ვერ აგროვებ 110 კაციან ევრონესტზე – ნიშნავს რომ არასაიმედო პარტნიორი ხარ და არ გენდობიან.

წესით უნდა გადადგეს ბოჭორიშვილი ღირსება რომ ჰქონდეს. მანამდე ჩემთვის მოუწევს კარგად თვალებში შემოხედვა.”- წერს ანა წითლიძე.

სხვა ამბების წაკითხვა