მითხარით რომ ცუდ სიზმარში არ ვართ – თინა ხიდაშელი

246
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თინა ხიდაშელი, ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით წერს:


ვუსმინე, გადავახვიე, კიდევ ვუსმინე, კიდევ კიდევ ….

ქვეყანა უმუშევრობაში იხრჩობა, ადამიანები მასობრივად ტოვებენ საქართველოს სწორედ უპერსპექტივობის და უპურობის გამო;
ლარი ყოველ კვარტალში გვეთამაშება; 

ფასები კატასტროფული სიჩქარით იზრდება და საარსებო მინიმუმი ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელზეა, მაშინ როცა ლარის გაუფასურების გამო შემოსავლის რეალური მსყიდველობითუნარიანობა მცირდება;

განათლების სისტემაში კატასტროფა გვაქვს, ნახეთ გასული წლის ეროვნლების შედეგები;

ჯანდაცვა ფაქტიურად ჩამოქცეული ენით აუწერელი სიძვირის, ექიმების არაპროფესიონალიზმის და პრინციპულად ინდეფერენტული დამოკიდებულების გამო;
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჭარბვალიანობის ამ ვალის გადახდის უპესპექტივობის გამო აბსოლუტური ბანკროტია;

ქვეყანაში, რომელმაც აგერ გუშინ წილხვდომობა კნაონში ჩაწერა და მართლადიდებლობის სახელით პოგრომებს გვიწყობენ, იმიტომ რომ ჯარში არ წაიყვანონ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა გაუგებარ პოლიტიკურ რელიგიას იღებს, და ხელისუფლებას არც კი აღელვებს ეს ამბავი, არ აღელვებს მიზეზები, პრობლემის მოგვარება, გაგება, ახსნა, ანალიზი;

ქვეყნის ნაწილი მტერს, მტერს აქვს დაპყრობილი;
ვისაც არ ეზარება თავში წაგვარტყამს ხოლმე საგარეო ასპარეზზე;
ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელია კაცი, რომელიც სიმანდვილეში არაფერზე პასუხისმგებელი არ არის;

კორუფცია, კრიმინალი…

და რევოლუციას რატომ ვაანონსებთ? დღეს ათასობით ადამიანი რატომ იყო შეკრებილი და რატომ ხარჯავდა ენერგიას და ემოციას?  რატომ ისე არ ცხოვრობ როგორც მე მინდა და მე გეტყვიო? 

და ახლა მითხარით რომ ცუდ სიზმარში არ ვართ, თავად არ ვწირავთ თავს მარცხის და ჭაობისთვის, თვითლიკვიდაციის რეჟიმი არ გვაქვს ჩართული და უფსლრულისკენ დიდი სიჩქარით არ მივექანებით.

მხოლოდ ის მაიმედებს, რომ რომელიც დილა გათენდება და ჩვენც გამოვფხიზლდებით და რეალურ პრობლემებზე დავიწყებთ ფიქრს და საუბარს, მერე იქნება მოგვარების გზებიც ვიპოვოთ. 

რაზე ვხარჯავთ დროს და ენერგიას, სხვის და საკუთარ ნერვებს როცა ქვეყანა სრულიად ჩვეულებრივად თავზე გვემხობა სიღარიბის და შიმშილის უფსკრულის წინაშე მდგომ ერს” – წერს თინა ხიდაშელი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE