MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან ვასაძის მიერ, ლგბტ წარმომადგენლების წინააღმდეგ  ე.წ ფორმირებების შექმნას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კითხვაზე, რა  რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინსიტროს „რაინდის“ მოწოდებებზე, რომ  პოლიციის კორდონები გაარღვიონ, მინისტრის მოადგილის თქმით, ნებისმიერი  პირის მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, შესაბამისი სამართლებრივი  ზომები იქნება მიღებული.

„რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს 
პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი.

ბუნებრივია  ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადეს პოლიციელებზე.

თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და 
ბუნებრივია პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.“ – განაცხადა
ნათია მეზვრიშვილმა.

თქვენი კომენტარი?