ლალი მოროშკინას ფეისბუქ პოსტი:
“ამისთვის ვიბრძოლეთ 2012-იანელებმა? ქვეყანა, სადაც ძაღლის ყეფა-საყვარლობაა, მამაკაცის ხმამაღალ საუბარზე საპყრობილეა!
კარგად ხომ ხართ? გადაივსო ციხეები!
გაეცანით:
თუ ძაღლი გიღრენს – მოითმინე, გიყვარდეს უმცროსი მეგობარი.
თუ კაცი გიღრენს – დააჭერინე!
თუ ძაღლმა გიკბინა-შენი ბრალია, გვერდი ვერ აუარე?
თუ მამაკაცმა გიყვირა – სისხლის სამართლის დამნაშავეა.
თუ ძაღლმა დაგგლიჯა – მაინც შენი ბრალია, ალბათ გააღიზიანე.
თუ მამაკაცი შეგეხო – 2-5 წლამდე.
თუ მეზობლის ძაღლი არ გაძინებს, ყურსასმენის დანიშნულება არ იცი?
თუ მამაკაცი არ გაძინებს – კასტრირებას დაუქვემდებარე!
ძაღლებს ადვოკატები მრავლად ჰყავს, აი ფემიციდმა და უაზრო კანონებმა ჩვენი ბიჭები ტყვეებად აქცია.
ასე ისპობოდა ერი…
P.S.გადახედეთ კანონს, ისედაც დემოგრაფიული ვარდნაა! ჭკუასუსტებისთვის – პოსტი ძაღლებზე არაა!”- წერს ლალი მოროშკინა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს